ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ყველა პირველსემესტრელს ულოცავს თსუ-ს სტუდენტობას!
პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სავალდებულოა:
- დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაბამის ფაკულტეტზე პირადი საქმის გასახსნელად;
- ხელშეკრულების გაფორმება;
- ანკეტის ელქტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 5 სექტემბერს);
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა);
- აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა).
ანკეტის ელექტრონული ვერსიის შესავსებად გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას!
ანკეტის ელექტრონული ვერსიის საშუალებით გადახვალთ სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონულ პორტალზე (uni.tsu.ge), სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ გაიხსნება შესავსები ანკეტა (ანკეტის ელექტრონული ვერსია), სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიტანოთ სწორად.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:
ბაკალავრიატი/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება - 5-16 სექტემბერი 10:00-დან 18.00 საათამდე.
(აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია წარმოადგინოთ არაუგვიანეს 16 სექტემბრის 18:00 საათისა).
აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 18-23 სექტემბერი.
პირადი საქმის გახსნისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
(რექტორის ბრძანება N231/01-01, 22.08.2024)
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით).
- (არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა).
- ორი ცალი ფოტოსურათი (3x4) ბეჭდური სახით;
- ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს მისამართზე - თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, ოთახი N204. ტელ. (+995 32) 2 25 04 84 ( შიდა 2323).
პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:
პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (5-16 სექტემბერი).
პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 562.50 ლარი.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია პირველსემესტრელის პირადი ნომრით საქართველოს ბანკში;თიბისი ბანკსა და ლიბერთი ბანკში; (ოპერატორთან, Pay Box-ის ან მობაილბანკის მეშვეობით). ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.
სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.
არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის და მშობლის პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში.
ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას) აკადემიური რეგისტრაციის ვადებში 18-23 სექტემბერი.
2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები: